2018 წელს, „მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლები და ენერგოპოლიტიკა საქართველოში“ - ამ თემაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც საბროკერო კომპანია „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ასლანიშვილი ინგლისურ ენაზე უძღვებოდა. როგორც მან აღნიშნა, სტუდენტების მიზანს უნდა წარმოადგენდეს ნაკლები თანხის გასვლა ქვეყნიდან და საქართველოს ეკონომიკის წინსვლა. ლექციის მსვლელობისას დავითმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტუნდების ჩართულობაზე. „სტუდენტების ჩართულობა მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ენერგოპოლიტიკაში აუცილებელია, პირველ რიგში, კი სტაჟირების კუთხით.“ - დავით ასლანიშვილი. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სტუდენტები კმაყოფილნი დარჩნენ მიღებული ინფორმაციით, სტუდენტ დავით ახალაიას თქმით შეხვედრა შეეხებოდა სწორედ იმ თემებს, რომლებიც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, კერძოდ კი, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. „საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში ჰიდროელექტრო რესურსების გამოყენებას. მიუხედავათ საზოაგადოების პროტესტისა, მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რადგანაც ქვეყანა აქედან უდიდეს შემოსავალს მიიღებს.“- დავით ახალაია სტუდენტების დასმული კითხვებიდან გამომდინარე დავითმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მაღალ დონეს.

გალერეა

იხილეთ სურათები