შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების სამსახურის

ერთ-ერთ დადებით მხარეს, აკადემიურ ცხოვრებასთან ერთად აქტიური სოციალური ცხოვრება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ფუნქციონიერბს კლუბებისა და საზოგადოებების ოფისი, რომელსაც გურამ აბაშიძე ხელმძღვანელობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კლუბების სიმრავლით გამოირჩვეა. უნივერსიტეტში 10-ზე მეტი განსხვავებული ტიპის კლუბი არსებობს. კლუბების უმრავლესობა საგანმანათლებლო ხასიათისაა. მსგავსი ტიპის კლუბები, როგორიცაა მაგალითად „მომავალ ლიდერთა კლუბი“, „ბიზნეს კლუბი“, „ახალგაზრდა იურისტთა კლუბი“, „მედია კლუბი“ და ა.შ, ეხმარება სტუდენტებს პროფესიულად განვითარდნენ და ამასთან ეხმარება მათ, შეიძინონ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მომავალში კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. ამასთნ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს ისეთი ტიპის კლუბებიც, რომელთა მიზანია გართობა და კომუნიკაციის დამყარება სტუდენტებსა და ლექტორებს შორის. მსაგვსი ტიპის კლუბებია: „ყავა პროფესორთან“, „კულინარიის კლუბი“, „წარმატებულთა კლუბი“, „კინო კლუბი“, „თეატრისა და დრამის კლუბი“ და სხვა. კლუბები ორგანიზებული სტრუქტურით გამოირჩევიან. ყველა კლუბს ჰყავს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, მრჩეველი ადმინისტრაციიდან, ხაზინაზე პასუხისმგებელი პირი, მინიმუმ 10 წევრი და რაც მთვარია სპეციალური გეგმა, მიზანი და მისია. უნივერსიტეტის კლუბებისა და საზოგადოებების სამსახური ამაყობს, რომ სტუდენტების სოციალური ცხოვრება ძალიან აქტიურადაა განვითარებული და კვირაში მინიმუმ 4-5 ღონისძიება ტარდება. ზოგიერთი ღონისძიება საჯარო ლექციის ფორმატში მიმდიანრეობს, სადაც კლუბები იწვევენ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. ასევე ღონისძიებები აროფიციალური სახის, გასართობ ან ტრეინინგის ფორმატში იმართება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა მინიმუმ ერთ კლუბში მაინც არის გაწევრიანებული. კლუბების ოფისი მოუწოდებს ყველა სტუდენტს, აქტიურად ჩაერთონ მსგავსი ტიპის აქტივობებში და აკადემიურ მხარესთან ერთდ სოციალური ცხოვრებაც გაიმრავალფეროვნონ.

© 2022 - ყველა უფლება დაცულია. შექმნილია IBSU-ს მიერ