კლუბის მისია ინოვაციებისა და მეწარმეობის კლუბი „Innowave” მიზნად ისახავს უკვე არსებული ინოვაციების გაფართოებასა და მათი განვითარების ხელშეწყობას . ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა , რომლის საშუალებითაც სტარტაპერები შეძლებენ თავიანთი პროდუქტის საზოგადოებისათვის გაცნობას . შედეგად კი მოხდება სტარტაპების პოპულარიზაცია და მათი უკვე არსებული ინოვაციური იდეების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა . კლუბის მიზნები: • სტუდენტებში ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების განვითარება. • სტუდენტებში მეწარმეობისთვის საჭირო ფუნდამენტური უნარების განვითარება. • მივცეთ სტუდენტებს საშუალება გამოიყენონ თავიანთი უნარები და ინოვაციური იდეები გარდაქმნან რეალურ პროდუქტებად. • კრეატიულობისა და ტექნიკური ვორქშოფების საშუალებით სტუდენტებისთვის ინოვაციურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობით უზრუნველყოფა.
ინოვაციებისა და მეწარმეობის კლუბი
სტუდენტური კლუბებიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი