IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბმა, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით ღონისძიება გამართა, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს მიეძღვნა.  სტუდენტებმა პრეზენტაციის დროს ვრცლად ისაუბრეს სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, პრევენციის გზებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების გზების შესახებ. გამომსვლელებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები. აპრილი სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ პერიოდში დაგეგმილ აქტივობებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ, რადგან მათი მიზანია ადამიანების ინფორმირება ამ პრობლემაზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გალერეა

იხილეთ სურათები