დღესდღეისობით კორეული კულტურა და ენა უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ენის სწავლის მსურველთა რაოდენობა თითქმის ინგლისურს უტოლდება. უნივერსიტეტები ერთმანეთს კონკურენციას უკვე ამ საკითხში აქტიურობით უწევენ. ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა კორეაში მაგისტრატურაზე სწავლის მსურველთა რაოდენობაზეც. ძალიან ბევრი აბიტურიენტი უნივერსიტეტს კორეასთან ურთიერთობებისა და კორეული ენის სწავლების მიხედვით არჩევს. მე ეკა სულიკაშვილი ვარ, იბსუს საერთაშორისო ურთიერთობების, ინგლისური სექტორის მესამე კურსის სტუდენტი. ამჟამად გაცვლითი პროგრამით ამსტერდამში ვიმყოფები. კორეული კულტურითა და ენით 10 წელია დაინტერესებული ვარ და ვფლობ კორეულ ენას. არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა კორეის განათლების, კულტურისა და ენის პროგრამებში. როგორც იბსუს სტუდენტი, მსურს აქტიურად ჩავერთო კორეული კულტურის გავრცელებასა და ამავდროს იბსუს პიარში. იბსუს ამ პროცესში ჩართვა მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი იქნება. ეს ღონისძიება და კორეული კლუბი მოიზიდავს უამრავ აბიტურიენტს და იბსუს ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის.
კორეული ენისა და კულტურის კლუბი
სტუდენტური კლუბებიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი