IBSU სტუდენტების ინიციატივით, ჩამოყალიბდა “ახალგაზრდული ლიდერების კლუბი”, გახნის ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. ლიდერთა კლუბის პირველი სტუმარი გახლდათ პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი, ქოუჩი მერი ტარიელაშვილი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა ლიდერობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავების ხერხებსა და მნიშვნელობაზე. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა IBSU-ს ახლადშექმნილი ბენდი. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი #redbullgeo „ლიდერთა კლუბის“ მიზანს წარმოადგენს საჯარო ლექციებით, ვორქშოფებითა თუ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით სტუდენტებში ლიდერული უნარჩვევების განვითარება.

გალერეა

იხილეთ სურათები