IBSU-მ საქრთველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას უმასპინძლა. ელჩი უნივერსიტეტში  საერთაშორისო ურთიერთობებისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბების მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს,  საფფეთ ბაირაქთუთანს და სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „მსოფლიო დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები“. ლექციის განმავლობაში ელჩმა განიხილა იაპონიის განვითარების ისტორია, თანამედროვე იაპონიისა და მსოფლიოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და იაპონურ-ქართული დიპლომატიის ისტორია. იაპონიის ელჩმა უნივერსიტეტის რექტორთან და სტუდენტებთან ერთად IBSU-ს კამპუსის ეზოში საკურას ხეების დარგვაშიც მიიღო მონაწილეობა. ელჩი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოშიც გაესაუბრა, ღიად უპასუხა მათ შეკითხვების, ისაუბრა საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე და საკუთარ გამოცდილებაზე.

გალერეა

იხილეთ სურათები