შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშების კლუბის ინიციატივით, შზსუ-ში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო სტუდენტთა წახალისება, უნივერსიტეტში ინტელექტუალური კონკურსის ცნობადობის ამაღლება და მონაწილეთა დამეგობრება. 15 მონაწილე გუნდიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ.       

გალერეა

იხილეთ სურათები