IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, კერძოდ, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "ერთობის", საქველმოქმედო კლუბის, International Students Integration Club და Asian Culture Club-ის კოლაბორაციით დაორგანიზდა და განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება “გახდი სანტა,” რომელიც მეორე წელია ცდილობს, წვლილი შეიტანოს პატარების სურვილების ასრულებასა და გახარებაში.  ღონისძიების ფარგლებში, IBSU-ში ჩატარდა ფილმების ჩვენება, ხოლო შემოსული თანხით სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ ერთ-ერთ ოჯახს და გაუბედნიერეს მათ ახალი წლის დღეები მათთვის სასურველი სხვადასხვა საჩუქრით, ყოველდღიური ნივთებითა თუ პროდუქტებით. უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა პირს, კომპანიასა და სპონსორს. პროექტის სპონსორები არიან: IBSU იტალიური რესტორანი - პიცის სახლი Mzadaa • მზადაა პიცა დი რომა მეჯიქ ქენდი - ტკბილეულის სამყარო #ერთადმეტიშეგვიძლია #ერთდმეტადბედნიერივართ #იბსუყველასთვისდაყოველთვის

გალერეა

იხილეთ სურათები