10 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კინომოყვარულებისთვის საინტერესო შეხვედრა შედგა შეხვედრაზე სტუმრებს ჩვენი კლუბის წევრებმა კორეულ ფილმებთან დაკავშირებით ქვიზი ჩაუტარეს და გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს. შემდეგ კი, დაპირებისამებრ, ლექციას კინომცოდნე ნინი შველიძე გაუძღვა. დამსწრეებს საშუალება მიეცათ, უკეთ გაცნობოდნენ კორეელი რეჟისორის - ჩან დონ ლის შემოქმედებას. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ფილმს “Poetry”. კლუბის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნინი შველიძეს ასე ინფორმაციული და საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის, ხოლო, ჩვენს სტუმრებს - მობრძანებისთვის მომავალ შეხვედრამდე

გალერეა

იხილეთ სურათები