11-12 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დიდი ოცეულის საერთაშორისო ფორუმის მოდელირება ჩატარდა. დიდი ოცეული საერთაშორისო ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ინდივიდუალური ქვეყანა და ერთი გაერთიანება - ევროპის კავშირი, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.პროექტში ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უახლოეს წარსულში მომხდარ აქტუალურ ისტორიულ საკითხთებთან დაკავშირებით, გაეცნენ დიდი ოცეულის სამიტის მუშაობის სპეციფიკას. პროექტის ხანგრძლივობა 3 დღე იყო. პირველი ორი დღე დაეთმო კომიტეტების მიხედვით მუშაობას, კონკრეტული თემების დამუშავებას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტას, მონაწილე ქვეყნების ერთიან სამოქმედო გეგმების განსაზღვრასა და პრიორიტეტების მინიჭებას. ხოლო ბოლო დასკვნით დღეს – გენერალურ ასამბლეაზე თითოეული კომიტეტის მუშაობის შეჯამება მოხდა პრეზენტაციებისა და გადაწყვეტილებების წარმოდგენით.
გალერეა
იხილეთ სურათები