შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს კლუბმა 8 აპრილს 2018, 16:00 საათზე გამართა პროექტი „International Business Game”.პროექტი უკვე მეხუთედ ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სულ 16 გუნდი(85 მონაწილე) და 17 მოხალისე გოგონა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თამაშის ორგანიზების საკითხებში. ასევე, ბიზნეს კლუბმაც დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდი და 5 საუკეთესო მოხალისესთან ერთად, 17 აპრილს უწყობს ექსკურსიას ლაგოდეხის ნაკრძალში.პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, და მოხალისეებს გადაეცათ ასევე სერთიფიკატები. პროექტის ბოლოს ყველას ჰქონდა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა უგემრიელესი ტორტი.მადლობას ვეუბნებით ყველა მონაწილეს, მოხალისეს, სპონსორ კომპანიას თანადგომისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

გალერეა

იხილეთ სურათები