შზსუ-ის რექტორმა კახა შენგელმა 3×3 კალათბურთში შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში მონაწილეობდა ათი სტუდენტური გუნდი, გამარჯვებული კი „დიდუბე ენერჯი“ გამოვიდა. გამარჯვებულ გუნდში შედიან: ილია ცანკაშვილი, ვიქტორ ცხვარაძე, გიორგი ხუჭუა და გიორგი გოგრიჭიანი. დიდი დიღომი I მრავალფუნქციურმა საზოგადოებრივმა ცენტრმა უმასპინძლა ტურნირს, რომელიც გაიმართა შზსუ-ის საკალათბურთო კლუბის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
გალერეა
იხილეთ სურათები