შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შხვედრა რეგიონალური პროექტ „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ რედაქტორ დეივ ბლოსთან და რეპორტიორ ნინო ბაქრაძესთან. შეხვედრის თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი „Panama Papers“. აღსანიშნავია, რომ არსებული საკითხით სტუდენტები ძალიან დაინტერესდნენ. სტუმრებმა თანმიმდევრულად გააცნეს სტუდენტებს პანამის ქაღალდებთან დაკავშირებული ყველა გარემოება. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მოწვეულ სტუმრებთან ჰქონდათ დისკუსია. ასევე, ჟურნალისტებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება სტუდენტებს და მისცეს პროფესიული რჩევები. 

გალერეა

იხილეთ სურათები