27-29 თებერვალს YES Georgia-მ “NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მოდელს” უმასპინძლა. Model NATO PA აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტი კარგი საშუალებაა ასევე სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, გარემოსდაცვითი თუ სხვა საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. პროექტის მსვლელობისას დელეგატებმა იმუშავეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკური, NATO-უკრაინისა და NATO-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს, NATO-უკრაინის საპარლამენტთაშორისო კომიტეტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ქვეშ. გაზაფხულის სესიის მთავარი თემა იყო NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივები, რუსეთთან, საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.27-28 თებერვალს საკომიტეტი სამუშაოებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობდა!

გალერეა

იხილეთ სურათები