4 მარტს 2018, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის კლუბის ორგანიზებით გაიმართა ვიზიტი ყვარელის ფულის მუზეუმში, რომელიც დაარსდა 2001 წელს. საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს - არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. სტუდენტებისთვის გაიმართა პრეზენტაცია და გაცნობითი ტური, რათა მიეღოთ ინფორმაცია მათთვის სასურველ კითხვებზე. ბიზნეს კლუბი მადლობას ეუბნება ყვარლის ფულის მუზეუმის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და იმედს გამოვთქვამთ რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

გალერეა

იხილეთ სურათები