Lingo Quest Club - International Black Sea University -ის კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება - საჯარო ლექცია "პოლიგლოტის გოდოლი"; ლექციას უძღვებოდა ეროვნებით იაპონელი, ენათმეცნიერების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - რიოსეი სუგინაკა, რომელიც, მშობლიური იაპონურისა და ქართული ენის გარდა, ფლობს რამდენიმე უცხო ენას და კვლავაც აგრძელებს შესწავლას. ლექციის ფარგლებში, რიოსეიმ აუდიტორიას გააცნო ენების შესწავლის საკუთარი გამოცდილება და ის სტერეოტიპები, რაც ენების შესწავლას უკავშირდება. Lingo Quest Club მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას.
გალერეა
იხილეთ სურათები