„სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები“ - ამ თემაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ დემეტრაშვილი, უძღვებოდა. შეხვედრა „ახალგაზრდა იურისტთა კლუბის“ ორგანიზებით მოეწყო, თუმცა შეხვედრას, გარდა იურისტებისა, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლექციაზე დავითმა განიხილა კონსტიტუციის განვითარების ისტორია. ასევე, დისკუსია შეეხებოდა ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებას. „ამგვარი ლექციები კარგი პრაქტიკაა თქვენთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტებისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც კონსტიტუციონალისტისთვის. ლექციაზე წამოიჭრა ისეთი საკითხები, რომლებზეც აქამდე არ მიფიქრია“. - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი. როგორც აღმოჩნდა ეს მისთვის პირველი არაფორმალური შეხვედრაა.

გალერეა

იხილეთ სურათები