შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კინოკლუბის მოწვევით, 19 მაისს გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ახალგაზრდა კინორეჟისორთან, მსახიობსა და სცენარისტთან, თორნიკე ბზიავასთან. სტუმარი შეეხო კინემატოგრაფიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ისაუბრა კინოს გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში , მის უნარზე შეიტანოს უმნიშენლოვანესი წვლილი ჩვენს პიროვნულ ზრდაში. ასევე განმარტა საავტორო ფილმების მნიშვნელობა და მათი არსი. შეხვედრამ ძალიან მყუდრო და უშუალო გარემოში ჩაიარა . დასასრულს სტუდენტებს საშალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.
გალერეა
იხილეთ სურათები