შზსუ-ის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირს 3×3 კალათბურთში დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტისგან სიმბოლურ საჩუქრებსა და ფულად ჯილდოს მიიღებს. ტურნირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
გალერეა
იხილეთ სურათები