29 მარტს, კორეული ენისა და კულტურის კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “კიმჩის მასტერკლასი”.   ღონისძიებაზე სტუმრებმა დააგემოვნეს კორეული ტრადიციული კერძი “კიმჩი”, ამასთანავე გაიგეს უფრო მეტი კორეული მაგიდის ეტიკეტის ნორმების შესახებ და ისიამოვნეს კორეული კულტურის ისეთი საინტერესო ელემენტით, როგორიცაა კორეული სამზარეულო.   ღონისძიებაზე კლუბმა მოიწვია კორეელი ქალბატონი სახელად Park Jiyoung, რომელმაც გაუზიარა თავისი კიმჩის რეცეპტი დამსწრე სტუმრებს.      კორეული კულტურის საინტერესო ელემენტების გასაცნობად გელოდებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებზე. 

გალერეა

იხილეთ სურათები