შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების სამსახურის ორგანიზებით, 16 თებერვალს გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.სამუშაო შეხვედრაზე, საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების პრეზიდენტებთან ერთად, განხილულ იქნა სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების ახალი წესი. ასევე, განხილული იქნა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის სამომავლო გეგმები, მიზნები და სტრატეგია.შეხვედრაში მონაწილეობდა 20 სტუდენტური კლუბისა და გაერთიანების წარმომადგენელი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პიარის სამსახურის უფროსი, თამარ შოშიაშვილი, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ცირამუა და სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების სამსახურის უფროსი, გურამ აბაშიძე.

გალერეა

იხილეთ სურათები