ინტელექტუალური თამაშების ახალმა კლუბმა "Effyia"-მ იბსუში გამართა მოდიფიკაციური "წიგნების თარო". შეჯიბრში მონაწილეობდა 6 სამკაციანი გუნდი. თამაში მოიცავდა სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე უნდა გამოეცნოთ ცნობილი წიგნები ან ნაწარმოებები. მეორე ეტაპზე კითხვები წიგნის პერსონაჟების შესახებ იყო. მესამე, ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი ინდივიდუალურად დაუპირისპირდა ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის რაუნდებში. თამაშმა შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს, მაქსიმალურად გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცოდნა და გაემყარებინათ ჯგუფური მუშაობის უნარები.
გალერეა
იხილეთ სურათები