31 მაისს, სამშაბათს, 16:30 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფილმის ჩვენება – “მე და ევროპა”.ფილმი მომზადდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, რეჟისორ გიორგი ქველიძესთან მჭიდრო თანამშრომლობით, სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის. მისი სახელწოდებაა “მე და ევროპა” და ის საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში გადაღებული ოთხი ამბისგან შედგება.ევროპის დღეს აღინიშნება ევროკავშირის შექმნა, მისი ისტორია და მიზანი, რომ ევროპაში ომი შეუძლებელი გამხდარიყო. ეს დღე, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის აღნიშვნის შესაძლებლობას იძლევა. ფილმი მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოსთვის.

გალერეა

იხილეთ სურათები