ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი – „An Art of Being a Woman in Anime Culture“ თუ წერისას თავდაჯერებულად გრძნობთ თავს და ანიმე კულტურით ჩვეულებრივ ჰობზე მეტად ხართ გატაცებული, მაშინ ეს ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი – „An Art of Being a Woman in Anime Culture“ – თქვენთვის არის! გამოგვიგზავნეთ თქვენი ესეები ინგლისურ ენაზე ანიმეებიდან იმ ქალი პერსონაჟების შესახებ, რომლებიც თქვენთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითი და ინსპირაციის წყაროა. ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ ბმულზე: https://forms.gle/nr5kRRfvQ5rX5of47 (აქვე იხილავთ კრიტერიუმს) ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი ენის კლუბის, „Lingo Quest”-ის არის ორგანიზებული. მიღების ბოლო ვადა – 4 მარტი. კონკურსის შედეგად გამოვლენილ 3 გამარჯვებულს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს ღონისძიების სპონსორი Mangamoon.
გალერეა
იხილეთ სურათები