11 აპრილს,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქველმოქმედო კლუბი ესტუმრა გლდანში ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში, მცხოვრებ მირიანის და ნინოს ცხრაშვილიან ოჯახს.ბავშვების მამა, მირიანი მუშაობდა და შვილებს საკვებით და სითბოთი უზრუნველყოფდა. რამოდენიმე დღის წინ, კი მან უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი სამ ადგილას აქვს მოტეხილი. ახლა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი უმოძრაოდ წევს, და ექიმების თქმით, კიდევ რამდენიმე თვე საწოლიდან ვერ წამოდგება, და მით უმეტეს ვერ იმუშავებს! მირიანი აუტანელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებს არ იღებს… მან იცის, თუ მისთვის წამლებს იყიდიან, ბავშვები შეიძლება პურის გარეშე დარჩნენ.მათ ჩვენ ვუყიდეთ საკვები პროდუქტები,ტანსაცმელები,ფეხსაცმელები და ასევე დავეხმარეთ ფინანსურად.
გალერეა
იხილეთ სურათები