15 აპრილს შედგა კლუბის „ყავა პროფესორთან“ მორიგი შეხვედრა. სტუმარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბურკაძე გახლდათ. შეხვედრა ჩატარდა უნივერსიტეტის ბიბლიოთაკაში, რაც ცხელი ყავისა და ტკბილეულობის თანმდევ ელემენტად იქცა. კლუბმა კიდევ ერთხელ მისცა სტუდენტებს თავიანთი ლექტორის უკეთ გაცნობის საშუალება. ღონისძიებამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, ქალბატონმა ხათუნამ გულწრფელ პასუხებთან ერთად რჩევებიც გაუზიარა დამსწრე სტუდენტობას, ეს კი საოცრად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის.
გალერეა
იხილეთ სურათები