შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (#IBSU) 2024 წლის "სტუდენტური ცხოვრების ფორუმი" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი სტუდენტური კლუბი და გაერთიანება. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გაწევრიანებულიყვნენ სასურველ კლუბსა თუ გაერთიანებაში. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო სერვისები, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. "სტუდენტური ცხოვრების ფორუმი" დაიხურა #IBSU-ს მუსიკალური ბენდის კონცერტით.

გალერეა

იხილეთ სურათები