ფსიქოლოგიის კლუბის ინიციატივით გამართულ იქნა კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტის, კლინიკური ფსიქოლოგისა და პროფესიონალი ქოუჩის, ნინო ბერძნიშვილის საჯარო ლექცია. შეხვედრაზე სტუდენტებმა მოისმინეს ვენის მესამე სკოლის, ვიქტორ ფრანკლის ბიოგრაფია და მისი ცხოვრებისეული იდეები. ლექციაზე განხილულ იქნა ვიქტორ ფრანკლის ავტობიოგრაფიული წიგნი “ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ”. აგრეთვე, ქალბატონმა ნინომ აუდიტორიას გაუზიარა და გააცნო თავისი გამოცდილება ლოგოთერაპიის სწავლების მიმართულებით.

გალერეა

იხილეთ სურათები