სპორტისა და კულტურული აქტივობების სამსახურის უფროსის გურამ აბაშიძის ორგანიზებით, განხორციელდა მესამე შეხვედრა კლუბის პრეზიდენტებთან, რომელსაც ტრადიციულად ესწრებოდა პიარის სამსახურის უფროსი ქალბატონი თამარ შოშიაშვილი. შეხვედრაზე მოწვეული იყო ვიცე რექტორი ბატონი გიორგი მახარაშვილი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბატონმა გიორგიმ დასწრება ვერ მოახერხა. შეხვედრაზე გაჟღერებული იქნა არსებული პრობლემები, მოძებნილი იქნა ამ პრობლემების მოგვარების გზები და გადაჭრის ხერხები, შეხვედრაზე ასევე კლუბის პრეზიდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები მომდევნო თვეში დაგეგმილი ივენთების შესახებ.

გალერეა

იხილეთ სურათები