კორეული ენისა და კულტურის კლუბის ორგანიზებით, IBSU-ში კორეული ენის სერტიფიცირებულმა ლექტორმა, მილან ლიმ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე კორეული სილამაზის სტანდარტები. ლიმ სტუდენტებს გააცნო სამხრეთ კორეაში გავრცელებული შეხედულებები და სტერეოტიპები, რომლებიც უკავშირდება გარეგნობას და გავლენას ახდენს კორეელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ღონისძიებაზე სტუდენტებმა კლუბის წევრების მიერ ორგანიზებული ქვიზი შეავსეს, გამარჯვებულები კი სპონსორის მიერ მოწოდებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გალერეა
იხილეთ სურათები