10 მარტს მედია კლუბის ხელმძღვანელობით გაიმართა გაზეთ IBSU NEWS-ის პრეზენტაცია. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტებმა ლექტორ მალხაზ გაგუას ხელმძღვანელობით ერთობლივი გაზეთი გამოსცეს, რომლის პრეზენტაციასაც გაზეთის ერთ-ერთი რედაქტორი, ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი თამარ გეგენავა უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი სტატია წარმოადგინა და მოკლედ მიმოიხილა.ღონისძიებას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დოქტორი ილიას ჩილოღლუ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი მალხაზ გაგუა, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი ლობჟანიძე და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელები. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიაში საუბარი გაიმართა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამას გააჩნია, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების მუშაობის სპეციფიკა თეორიულ ცოდნასთან შეთავსებით, გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებული სირთულეები და გამოწვევები და ა.შ.

გალერეა

იხილეთ სურათები